logo_geo
ზელენსკი: აშშ-ის პრეზიდენტმა დამარწმუნა, რომ სენატის მიერ დამტკიცების შემთხვევაში, ის დაუყოვნებლივ მოაწერს ხელს კანონს უკრაინის დახმარების შესახებ
- +

22 აპრილი. 2024. 22:35

 

 

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დაარწმუნა უკრაინის ლიდერი, ვოლოდიმირ ზელენსკი, რომ სენატის მიერ დამტკიცების შემთხვევაში, ის დაუყოვნებლივ მოაწერს ხელს აშშ-ის სამხედრო დახმარების კანონს.

 

„მე მქონდა სატელეფონო საუბარი აშშ-ის პრეზიდენტთან [ჯო ბაიდენთან], წარმომადგენელთა პალატაში კენჭისყრის შედეგების შემდეგ. პრეზიდენტმა დამარწმუნა, რომ სენატის მიერ [კანონის] დამტკიცების შემთხვევაში, ის დაუყოვნებლივ მოაწერს ხელს კანონს. მადლობელი ვარ ჯო ბაიდენის უკრაინის მხარდაჭერისთვის“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

 

 

big_banner
არქივი