logo_geo
აქტუალური ბერეტები 2017 წლის შემოდგომისთვის
- +

3 სექტემბერი. 2017. 02:15

 


წითელი ბერეტის კლასიკური პარიზული შარმი ახალი შემოდგომა-ზამთრის კოლექციის ტრენდებში კვლავ პოპულარობის პიკზეა. დიზაინერებმა მას სიცოცხლე დაუბრუნეს და ახალი ფერებით და ორიგინალური, თანამედროვე მასალით გაამდიდრეს. ჟურნალი ELLE 2017 წლის შემოდგომის მოდურ ბერეტებზე წერს.




 

Dior, Elie Saab, Prada, Ulyana Sergeenko


ბერეტის ტარება ძალიან მარტივია: ის უნივერსალურია და მულტიფუნქციურია. კარგად გამოიყურება კლასიკურ პალტოზეც და როკენროლის ტყავის ქურთუკზეც. ერთი და იგივე ბერეტი უამრავი სხვადასხვა მეთოდით შეგიძლიათ ატაროთ: გვერდით გადახრილი, ჩოლკით და უკან აწეული თმით, შეგიძლიათ აწიოთ ბერეტი და მცირე კონუსის სახე მისცეთ, შეგიძლიათ კეფისკენ გადაწიოთ.


2017 წლის ბერეტები გამორჩეულია ნაირნაირი ფერებით და მორთულობებით: ფერადი პომპონებით, მაქმანებით, ტყავებით  ბანტებით, ფუნჯებით და აპლიკაციებით გაწყობილი.





 

Emporio Armani, Grinko, Nicholas K, Simonetta Ravizza


ყველაზე მოთხოვნადი კვლავ რბილი შალის კლასიკური შავი ბერეტია. ეს უნივერსალური ვარიანტი ნებისმიერ სტილს და იმიჯს მოუხდება. როგორც დღის, ის საღამოს ტანსაცმელს, შარფებს, და მკაცრი სტილის მაისურებს , რომლებსაც ქიშმირის პალტოს შიგნით იცვამენ.



 


H&M Studio, Laulhère, Agnes B, Kangol


სულაც არ არის აუცილებელი, რომ ბერეტი იყოს შალის. ამ სეზონზე მოდაში სეზონური ფერების  ფუმფულა ნაქსოვი და ბეწვის ბერეტებიც აქტუალურია. როდესაც ღია ფერის ბერეტს ირჩევთ, უნდა გახსოვდეთ, რომ ეს აქსესუარი თქვენი გარდერობის მთავარი შტრიხია და აღარ სჭირდება ზედმეტი ელემენტები. ამიტომ სჯობს ის შავი ან ნეიტრალური ფერების პალტოსთან იხმაროთ .





 


BCBGeneration, Forever 21, Gucci, Philip Treacy


წელს Dior-ის სახლმა ტყავის ბერეტები წარმოადგინა. ისინი კვლავ 1980-იანებში გვაბრუნებს და მადონას ცნობილ იმიჯს გვახსენებს- დახეულ კოლგოტებს და გრძელ ტყავის პიჯაკს.







Dior, Loewe, Gucci


ამ სეზონზე ქალის ბერეტები ავანგარდული აქცენტებითაც არის წარმოდგენილი.







Moschino, Eugenia Kim, Maison Michel


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი