logo_geo
„Christian Dior“ და „Gucci“ ძალიან გამხდარ მოდელებზე უარს ამბობენ
- +

6 სექტემბერი. 2017. 17:34



„Christian Dior" და „Gucci" ძალიან გამხდარ მოდელებზე უარს ამბობენ. ამ გზით, ცნობილმა მოდის სახლებმა ანორექსიის წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიას მხარდაჭერა გამოუცხადეს.


ცნობილი გახდა ისიც, რომ კომპანიები „LVMH" და „Kering", რომელთა შემადგენლობაში ცნობილი მოდის სახლები შედიან, უარს ამბობენ16 წლამდე ასაკის მოდელების დაქირავებაზე, ქალის სამოსის ჩვენებისას.


ფრანგული კომპანია „Kering"-ის მილიარდერი მფლობელი ფრანსუა-ჰენრი პინოტი იმედოვნებს, რომ მათ მოდის ინდუსტრიის სხვა წარმომადგენლებიც მიბაძავენ.


სიგამხდრის თანამედროვე კულტს, მოდელები ზოგჯერ ბულემიასა და ანორექსიამდე მიჰყავს. დაფიქსირდა რამდენიმე ფატალური შემთხვევა, რასაც მოდის ინდუსტრიის მწვავე კრიტიკა და კვებითი აშლილობის წახალისებაში დადანაშაულება მოჰყვა.


საფრანგეთში დაბალი ნიშნულის წონის მქონე მოდელებთან დაკავშირებით ახალი რეგულაცია 2017 წლის მაისში შევიდა ძალაში.



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი