logo_geo
ირაკლი კობახიძემ აუდიტის სამსახურის უფროსად ირაკლი მექვაბიშვილი წარადგინა
- +

8 სექტემბერი. 2017. 12:53


პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ირაკლი მექვაბიშვილის კანდიდატურა წარადგინა.


მექვაბიშვილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მთავარი ბანკირია.


სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის კანდიდატურის დასახელება პარლამენტის თავმჯდომარის პრეროგატივაა. გენერალურ აუდიტორს პარლამენტი, პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, 5-წლის ვადით ირჩევს.


ახალი გენერალური აუდიტორის არჩევა 20 სექტემბრის პლენარულ სხდომაზე იგეგმება.



 

big_banner
არქივი