logo_geo
ჯენიფერ ენისტონი: სმარტფონების ეპოქაში Friends-ის ეთერში დაბრუნება შეუძლებელია
- +

23 სექტემბერი. 2017. 01:35


2004 წელს, მას შემდეგ რაც ყველა დროის ყველაზე პოპულარული სიტკომი Friends დასრულდა, მაშინვე დაიწყო მითქმა-მოთქმა იმის შესახებ, რომ სერიალი ეთერში კვლავ დაბრუნდებოდა.


მსგავსი ჭორები ცოტა ხნის წინაც გავრცელდა, რომელსაც ერთხელ და სამუდამოდ შოუს ერთმა ვარსკვლავმა ჯენიფერ ენისტონმა უპასუხა:


„ძალიან ხშირად ვხუმრობთ ხოლმე, Friends ახლა რომ გადაგვეღო, ჩვენს საყვარელ კაფეში იქნებოდა უამრავი ადამიანი, რომელიც საკუთარ iPhone-შია ჩამძვრალი, შესაბამისად არ იქნებოდა არანაირი საინტერესო სერია და საუბრები. სწორედ ამიტომ, მგონია, რომ სმარტფონების ეპოქაში შეუძლებელია Friends ეთერში დაბრუნდეს".


„მეგობრები" მსოფლიო ტელევიზიების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ყურებადი სერიალი იყო, რომლის ფინალურ ეპიზოდსაც სამოც მილიონზე მეტმა ადამიანმა უყურა პირდაპირ ეთერში.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი