logo_geo
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ უწყვეტი აქციების ციკლს აანონსებს
- +

3 ოქტომბერი. 2017. 16:46

 

 

 

მე-16 დღეა საქართველოს პარლამენტის შენობის წინ მოშიმშილეთა საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" საგანგებო რეჟიმზე გადავიდა და  სამი მრავალათასიანი აქციის შემდეგ, უწყვეტი აქციების ციკლი დააანონსა.


15 ოქტომბერს „საქართველოს პატრიოტები" ბათუმში, ერას მოედანზე შეიკრიბებიან, ხოლო 22 ოქტომბერს საპროტესტო აქცია თბილისში, თავისუფლების მოედანზე გაიმართება. მოშიმშილეთა მოთხოვნებზე მთავრობა ჯერჯერობით არ რეაგირებს.


მოთხოვნებს პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური ხასიათი აქვს: შეჩერდეს საკონსტიტუციო უზურპაცია, ძალაში შევიდეს პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, შეწყდეს საბანკო ტერორი, სოციალური დახმარება აღუდგეს ყველას, ვისაც ის უკანონოდ წაართვეს, შეიქმნას კომისია, რომელიც უსახლკაროთა პრობლემას გადაწყვეტს, დაიწყოს პირდაპირი დიალოგი სოხუმთან, ცხინვალთან, რუსულ მხარესთან, ხელისუფლებამ დაიწყოს ახალი პოლიტიკური ფორმატის: საქართველო-NATO-რუსეთი ამოქმედებისათვის კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. „საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა" ეს მოთხოვნები 1 ოქტომბრის საპროტესტო აქციაზეც გააჟღერა, რომელშიც 20 000-მდე ადამიანი მონაწილეობდა. თუმცა, „პატრიოტთა ალიანსის" პოლიტიკური ოპონენტები (როგორც ბოკერიას, ისე პოლიტიკურად გაკოტრებული ბურჯანაძის ფრთა, რომლებსაც ქუჩაში ხალხის გამოყვანის რესურსი არ გააჩნიათ) 1 ოქტომბრის აქციის მონაწილეთა რაოდენობის შესახებ მიზანმიმართულად ავრცელებენ დეზინფორმაციას, თითქოსდა აქციაში არა უმეტეს 5000 კაცი მონაწილეობდა.   ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ქუჩის აქციების გამართვის რესურსი დღეს მხოლოდ ერთ ძალას -„საქართველოს პატრიოტთა ალიანსს" აქვს. 1 ოქტომბრის აქციაზე უკვე ხმამაღლა გაისმა მოთხოვნა - გადადგეს მთავრობა, რომელმაც ვერცერთ სფეროში ვერ მიაღწია ხალხისთვის სასიკეთო ცვლილებებს. 22 ოქტომბერს დაანონსებული აქცია არჩევნების მეორე დღეს ემთხვევა.


„საქართველოს პატრიოტთა ალიანსში" განმარტავენ, რომ აქციების ციკლი არ შეწყდება, ვიდრე მთავრობა კონკრეტულ დათმობებზე არ წავა.  საინტერესოა ფაქტი, რომ „ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, 2012-2017 წლებში,  „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" აქციები პრაქტიკულად  პირველი პოლიტიკური  აქციებია, სადაც მთავრობის გადაყენების მოთხოვნამ გაიჟღერა. საგულისხმოა, რომ მთავრობის გადადგომის მოთხოვნით ორგანიზებულ ამ აქციებს ათასობით ადამიანი უჭერს მხარს და უერთდება. 1 ოქტომბრის აქციაზე მთავრობის გადაყენების მოთხოვნას მხარი  დაახლოებით 20 000 მომიტინგემ დაუჭირა.


როგორც წინასწარაა დაანონსებული, თუ 22 ოქტომბერს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი და საპარლამენტო ფრაქცია „საქართველოს პატრიოტები" სრული შემადგენლობით შეუერთდებიან მოშიმშილეთა აქციას, მაშინ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში, შესაძლოა, მართლაც, გარდამტეხი ძვრების მომსწრე გავხდეთ.







 


 


 






 

big_banner
არქივი