logo_geo
ზაქარია ქუცნაშვილი: კაცებზე გადაძრომა, არა მგონია, პარლამენტის წევრის შესაფერისი საქციელი იყოს
- +

12 ოქტომბერი. 2017. 13:39

 

„თუ ეს პოლიტიკური ჯგუფი საკუთარ ფრაქციას არ ენდობა, განაცხადოს", - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა საკრებულოსთან განვითარებული მოვლენების შეფასებისას.


მისივე თქმით, პარლამენტის წევრს დაუბრკოლებლად ყველგან შესვლის უფლება აქვს, მაგრამ მას საზოგადოებრივი წესრიგის ხელყოფის უფლება არ აქვს.

 

„როცა ის პოლიტიკური ჯგუფი ითხოვს იმ სხდომაში მონაწილეობას, რომელ პოლიტიკურ ჯგუფსაც საკრებულოში ფრაქცია ჰყავს, ლოგიკური შეკითხვა ისმის, შენს ფრაქციას არ ენდობი? შენი ფრაქცია ვერ დასვამს შეკითხვებს, რომელიც შენ გაინტერესებს? თუ მიგაჩნია, რომ რადგან კანდიდატი ხარ, ამის გამო ან კაცებს უნდა გადააძვრე თავზე, ან ტრიბუნაზე უნდა მივარდე და წამყვანს მიკროფონი გამოსტაცო. თუ ეს პოლიტიკური ჯგუფი საკუთარ ფრაქციას არ ენდობა, განაცხადოს, რომ „ნაციონალური მოძრაობა" საკუთარ ფრაქციას არ ენდობა. კაცებზე გადაძრომა და მიკროფონის გამოგლეჯა, არა მგონია,  პარლამენტის წევრის შესაფერისი საქციელი იყოს", - განაცხადა ქუცნაშვილმა.

 



 

big_banner
არქივი