logo_geo
ჯანო ანანიძის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
- +

13 ოქტომბერი. 2017. 00:06


მოსკოვის „სპარტაკის" ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების შემტევ ნახევარმცველს ჯანო ანანიძეს რომში მარცხენა კოჭის სახსარზე ოპერაცია ჩაუტარდა.


ქირურგიული ჩარევა ორი საათი გრძელდებოდა და წარმატებით ჩაიარა. ფეხბურთელი გარკვეულ დროს კიდევ დაყოფს კლინიკაში სარეაბილიტაციო პროცესის ჩასატარებლად.


შეგახსენებთ, რომ ანანიძემ ტრავმა 23 სექტემბერს, რუსეთის ჩემპიონატის მე-11 ტურში მიიღო. წელს მან შვიდი ოფიციალური მატჩი ჩაატარა და ერთი საგოლე პასი შეასრულა.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი