logo_geo
გიორგი გაბედავა: ელისაშვილმა სკოლის მოსწავლეს ხელი დაარტყა…
- +

14 ოქტომბერი. 2017. 18:48



უფლებადამცველი გიორგი გაბედავა თბილისის მერობის დამოუკიდებელ კანდიდატს ალეკო ელისაშვილს ბრალდებებს უყენებს.


მისი განცხადებით, ალეკო ელისაშვილი მთვრალ მდგომარეობაში იმყოფებოდა და მის მეგობარს ხელი დაარტყა. საქმე ეხება 2010 წელის 7 მაისს ტელეკომპანია „კავკასიაში" შევარდნის ინციდენტს. მომხდარზე მაშინვე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და გამოძიების შედეგად რამდენიმე პირი დააკავეს.

 

„მაშინ ელისაშვილი კავკასიის ჟურნალისტი იყო, სწორედ ის გახლდათ ადამიანი, რომლის ტელევიზიაში მოსვლამაც გამოიწვია ძალიან დიდი შეხლა-შემოხლა. ჩემი ინფორმაციით, ის არ იმყოფებოდა ფხიზელ მდგომარეობაში, მან ხელი დაარტყა სკოლის მოსწავლეს ჯაბა გურჩიანს, რის შემდეგაც მოხდა იქ დაძაბულობა და პოლიციელებმა დააკავეს ჩემი მეგობრები", - განაცხადა გაბედავამ.


გაბედავამ ასევე ალეკო ელისაშვილის მიერ მიცემული ჩვენებაც წარმოადგინა.


„ძალიან უწყინარ ჩვენებას იძლევა ალეკო. თითქოს ის მივიდა დაძაბულობიდან 5 წუთში, თითქოს მან გაიგო გინების ხმა და დაინახა გაწევ-გამოწევა და ნაცემი აქუბარდია. სინამდვილეში ჩემი თვალით რაც მაქვს ნანახი, იყო ის, რომ მან ხელი დაარტყა 18 წლის სკოლის მოსწავლეს ჯაბა გურჩიანს. სასამართლოზე ჩვენ ეს კითხვა მას დავუსვით და მან თქვა, რომ ხელის დარტყმა აღელვების ნიადაგზე მოხდა. თუ მან ხელი დაარტყა სკოლის მოსწავლეს, რატომ არ დააკავეს ალეკო ელისაშვილი და რატომ მოხდა მხოლოდ ჩვენი დაკავება - 8 კაცის დაკავება აქუბარდიას პიჯაკის გახევის გამო. არადა, ჯაბა გურჩიანს თვალზე სილურჯე ხელის დარტყმისგან ვიდეოშიც კარგად ემჩნევა" ,- აღნიშნა გაბედავამ.



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი