logo_geo
ინგლისელი ფეხბურთელი ტატუს გამო შესაძლოა ნაკრებიდან გარიცხონ
- +

29 მაისი. 2018. 14:56

 

 

მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე ნახევარი თვით ადრე ინგლისის ფეხბურთელთა ნაკრების გარშემო სერიოზული სკანდალი აგორდა. ინფორმაცის  BBC ავრცელებს.

 

ამის მიზეზი ნაკრების ერთ-ერთი ლიდერის, რაჰიმ სტერლინგის ფეხზე გაკეთებული M16-ის ტიპის იარაღის ტატუა, რომლის სურათიც ფეხბურთელმა საკუთარი ინსტაგრამის გვერდზე დადო.

 

მისი საქციელის გამო შეშფოთებულია ორგანიზაციის „დედები იარაღის წინააღმდეგ“ ხელმძღვანელი ლუსი კოული, რომელმაც პირდაპირ მოითხოვა სტერლინგისგან ტატუს ლაზერის საშუალებით წაშლა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ეროვნული გუნდისგან მის გარიცხვას მოითხოვს.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი