პრინცი ჰარი და მეგან მარკლი 19 მაისის ქორწილის შემდეგ საზოგადოების წინაშე დღეს მეორედ გამოჩნდნენ. წყვილი პირველად პრინც ჩარლზის მიერ მოწყობილ წვეულებას დაესწრო.
სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია ელისაბედ მეორის 92-ე დაბადების დღისადმი მიძღვნილ აღლუმზე სამეფო ოჯახის წევრებთან ერთად გამოჩნდნენ.
დედოფლის დაბადების დღის აღსანიშნავ აღლუმში დაახლოებით 1000-მდე სამხედრო იღებდა მონაწილეობას. სახალხო ღონისძიებას დედოფლის ქმარი, პრინცი ფილიპი ვერ დაესწრო.
ღონისძიებას ლონდონის ქუჩებში ათასობით ადამიანი ადევნებდა თვალს.