logo_geo
ლებრონ ჯეიმსმა თავისი მთავარი მიზანი დაასახელა
- +

12 ივნისი. 2018. 14:27

 

 

„კლივლენდის” ლიდერმა ლებრონ ჯეიმსმა იმ მთავარი მიზნის შესახებ უამბო ჟურნალისტებს, რომლის მიღწევაც კალათბურთელის აქტიური კარიერისას სურს.

 

„ეს მიზანია ჩემს ვაჟთან ერთად NBA-ში ერთ მოედანზე თამაში. ეს იქნება კალათბურთელის რანგში ნომერ პირველი მიღწევა ჩემს ცხოვრებაში. შეიძლება გამოვიდეს, რადგან მას წელს 14 წელი უსრულდება.

თუმცა, რატომ მაინცდამაინც ერთად? შეიძლება ერთმანეთის წინააღმდეგაც“, – მოჰყავს ფორვარდის სიტყვები „სპორტს ილუსტრეიტედს“ („Sports Illustrated“).

 

ამ ზაფხულს, ლებრონ ჯეიმსი თავისუფალი აგენტების ბაზარზე გასვლას გეგმავს. ჯერჯერობით, ასახელებენ ოთხ კლუბს, სადაც ფორვარდმა შეიძლება კარიერა გააგრძელოს – „ჰიუსტონი“, „გოლდენ სტეიტი“, „ბოსტონი“ და „ფილადელფია“.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი