როგორ უნდა მოიქცეთ, როცა ძალიან ცხელა და დაძინება გიჭირთ?
-
+
30 ივნისი. 2018. 15:56
ძალიან გაგიმართლათ, თუ იმ ადამიანთა კატეგორიას მიეკუთვნებით, ვისაც სახლში კონდიციონერი აქვს ან სიცხე მშვიდად ცხოვრებაში ხელს არ უშლის, დანარჩენებს კი ჩვენი რჩევები აუცილებლად დაგეხმარებათ:
- გვერდით გადადეთ პიჟამო და თუ შესაძლებელია, შიშველმა დაიძინეთ.
- გააღეთ ფანჯრები სახლის სხვადასხვა მხრიდან, რომ ოთახში ჰაერმა იტრიალოს.
- დაწოლის წინ თბილი შხაპი მიიღეთ. სწორედ თბილი და არა ცივი და ყინულოვანი, რადგან ცივი შხაპის შემთხვევაში თქვენი სხეული სითბოს კომპენსირებას ტემპერატურის მომატებით ეცდება.
- გათიშეთ წყლის გამათბობელი მოწყობილობა, რომელიც სითბოს გამოყოფს და კარგი იზოლაციის შემთხვევაშიც კი კედლებს ათბობს.
- დაასველეთ რბილი ქსოვილი ცივ წყალში და მკერდზე დაიფინეთ. ზოგ შემთხვევაში, სველი წინდების ჩაცმაც რეკომენდებულია.
- საწოლის გვერდით დაიდგით წყლის საფრქვევი და დაძინებამდე რამდენჯერმე მიისხურეთ.
- ყინულის კუბები ან პოლიეთილენის ბოთლში გაყინული წყალი გაახვიეთ რბილ ქსოვილში და სხეულთან ახლოს ან ფეხებთან დაიდეთ.
- გაითვალისწინეთ, რომ ზაფხულის პაპანაქებაში ლოგინზე გრილი შეზლონგია. გაშალეთ შეზლონგი გრილი მეტლახის იატაკზე და მშვიდად დაიძინეთ.
- დაწოლამდე რამდენიმე წუთით ადრე ხელის მტევნები ცივ წყალს შეუშვირეთ და რამდენიმე წამი გააჩერეთ, სანამ სხეულში სიგრილეს არ იგრძნობთ.
წყარო :