„საქართველოს განვითარების ლაბორატორიის" დირექტორი ირაკლი გოგავა სოციალურ ქსელში ვასილ მაღლაფერიძის საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოს წინაშე გამოსვლას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მაღლაფერიძე „კანდიდატებს შორის ყველაზე მძიმეწონოსანი ჩანს".
„ვასილ მაღლაფერიძეს გამოსვლას და კითხვა-პასუხს საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოს წინაშე კლასი ეტყობოდა. კანდიდატებს შორის ყველაზე მძიმეწონოსანი ჩანს - დიდი სკოლა აქვს გავლილი. „მძიმე წონა" საზოგადოებრივი ტელევიზიის დირექტორისთვის აუცილებელია, რადგან ეს წონა წარმოადგენს იმ ჯავშანს, რომელსაც მაღალი თუ დაბალი რანგის ჩინოვნიკების კასტა ვერ გაარღვევს",- წერს გოგავა.