logo_geo
ნიკოლოზ მჟავანაძე: ჩვენმა თაობამ ჩვენი დიდგორი უნდა მოვიგოთ!
- +

8 იანვარი. 2017. 01:54


 



„უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:



„ზოგჯერ გიპყრობს განცდა, იმისა რომ არაფერი გამოვა, რადგან ქვეყანა დაპრობილი აქვს ძალას, რომელიც აკონტროლებს მედიას, პარტიებს, პოლიტიკოსებს და მიმდინარე პროცესებს. ხუთში ერთი მაინც გამცემი და აგენტია. ამ ფონზე ვარდები სასოწარკვეთილებაში და უიმედოდ უყურებ მომავალს.

ყველაფერ ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე გეტყვით, რომ გამარჯვების შანსი მაინც დიდია.

ყოველთვის, ყოველ საუკუნეში უთანასწორო ბრძოლაში გვიწევდა ბრძოლა. გამონაკლისი არც დღევანდელი სიტუაციაა, მაგრამ მაინც გამარჯვება ჩვენ მხარეს იყო, რადგან ღმერთი მუდამ ჩვენს მხარეს იყო.

ახლაც ბოლომდე უნდა ვებრძოლოთ ამ მანქურთებს.

შეხედეთ 84 წლის პატრიარქს მძიმე ავადმყოფობის მიუხედავად ერის სადარაჯოზეა. ის ფაქტობრივად განასახიერებს საქართველოს, იბრძვის ბოლომდე, რა სიტუაციაშიც არ უნდა იყოს.

დიდგორში დავითმა უთანასწორო ბრძოლაში დაამარცხა მტერი. ჩვენმა თაობამაც ჩვენი დიდგორი უნდა მოვიგოთ", - წერს ნიკოლოზ მჟავანაძე.


 

big_banner
არქივი