logo_geo
ცოტნე გამსახურდია: გადავრჩი! გადავრჩი...
- +

8 იანვარი. 2017. 22:10



საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

 

„ნარკოტიკის მოხმარებისთვის არ უნდა იჭერდნენო - ესაა ნარკოტიკის მოხმარების დეკრიმინალიზაცია. თუ მოხმარება არ იკრძალება, გაუგებარია რატომ უნდა დაიჭირო ადამიანი ამ რაღაცის გაყიდვისათვის. ისინი, „ბარიგები" ხომ უბრალოდ აკმაყოფილებენ არსებულ მოთხოვნას, საზოგადოებისათვის საჭირო საქმეს სჩადიან, ფაქტობრივად.

 

მოკლედ, ვიღაც შარაკუკარელა კაცუნებს თუ დავუჯერებთ, ეს ყველაფერი სრულიად ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველასათვის და დაე, ადამიანმა თავად მიიღოს გადაწყვეტილება...

 

გადავწყვიტე, ამ ყველაფერზე ერთი ისტორია მოგიყვეთ. არასდროს გამიხდია საიდუმლოდ, რომ ოდესღაც, წლების განმავლობაში მძიმე ნარკოტიკებს მოვიხმარდი. უდიდესი ნებისყოფა და უბრალოდ ცხოვრებისეული გამართლება დამჭირდა ამ უფსკრულიდან ამოსასვლელად...

 

ჰოდა, როდესაც ამას წინათ გლანდების ოპერაცია გავიკეთე, საშინელი ტკივილები მქონდა. მეექვსე დღე ხომ საერთოდ ჯოჯოხეთური იყო. ტკივილისგან ვეღარ ვაზროვნებდი, გაბრუებული დავდიოდი. 120 კილოიან კაცს, რა თქმა უნდა, არ მიყუჩებს ეს ტრადიციული, არანარკოტიკული გამაყუჩებლები...

 

სულო ცოდვილო, მეექვსე დღეს გადავწყვიტე მეშოვნა და ერთხელ მაინც გამეკეთებინა მორფი. რა თქმა უნდა, ჩემმა ეგომ საამისოდ ათასი გამამართლებელი არგუმენტი წარმომიდგინა. ერთადერთი, ვერ მოვახერხე იმიტომ, რომ თითქმის ათი წელია ამ თემით აღარ დავინტერესებულვარ და საჭირო ხალხს ვეღარ მივაგენი!

 

გადავრჩი! გადავრჩი, რომ მინიმუმ ნარკოტიკი ჩემი გონებისათვის პრობლემური ფაქტორი არ გახდა მეხუთე ათწლეულში. და მაქსიმუმ, რომ უახლოეს მომავალში ნარკოდამოკიდებული არ გავხდი! ეს მოხდებოდა, ხელმისაწვდომი რომ ყოფილიყო.

 

ჰო, შემეჯიბრონ ნებისყოფით ხსენებული „შარაკუკარელები"... წაეთრიეთ და საკუთარ სახლში, საკუთარ შვილებს თუ გინდათ მორფის წვეთოვანი დაუდგით!", - წერს გამსახურდია. 


 

big_banner
არქივი