logo_geo
„კიდევ ეძებენ ხალხს...“ - ნატო დუმბაძე და ზალიკო ბერგერი იტალიაში მომხდარი ტრაგედიის ადგილას იმყოფებიან
- +

18 აგვისტო. 2018. 23:28

 

იტა­ლი­ის ქა­ლაქ გე­ნუ­ა­ში, სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ხი­დის ჩან­გრე­ვის შე­დე­გად, და­ღუ­პულ­თა რა­ო­დე­ნო­ბამ 30 ადა­მი­ანს გა­და­ა­ჭარ­ბა. იტა­ლი­უ­რი მე­დია იუ­წყე­ბა, რომ და­ღუ­პუ­ლებს შო­რის 3 ბავ­შვია.

იტა­ლი­ის მე­ხან­ძრე­ე­ბის ეროვ­ნუ­ლი კორ­პუ­სის ხელ­მძღვა­ნე­ლის, ემა­ნუ­ე­ლე ჯი­სის გან­ცხა­დე­ბით, ხი­დი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 30 მან­ქა­ნა ჩა­ვარ­და. მაშ­ვე­ლებ­მა ნან­გრე­ვე­ბი­დან 16 ადა­მი­ა­ნი გა­მო­იყ­ვა­ნეს.

რო­გორც გა­ირ­კვა, შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან 15 წუ­თის სა­ვალ­ზე ჩვე­ნი თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე, პრო­დი­­სე­რი ნატო დუმ­ბა­ძე იმ­ყო­ფე­ბო­და, რო­მელ­მაც ტრა­გე­დი­ის შე­სა­ხებ AMBEBI.GE- უამ­ბო:

- რომ­ში 2 დღე ვიმ­ყო­ფე­ბო­დი, იქ ძა­ლი­ან ცხე­ლო­და და პორ­ტო­ფი­ნო­ში ჩა­მო­ვე­დი, ზღვა­ზე ვიმ­ყო­ფე­ბი. მთე­ლი 20 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში არ უწ­ვი­მია, 

სა­ში­ნე­ლი სი­ცხე­ე­ბი იყო იტა­ლი­ა­ში. აქა­უ­რე­ბი ამ­ბობ­დნენ, ასე­თი ცხე­ლი ზა­ფხუ­ლი არ გვახ­სოვ­სო და გუ­შინ, შემ­თხვე­ვის დღეს პირ­ვე­ლად გაწ­ვიმ­და, იყო ჭექა-ქუ­ხი­ლი, მეხი...

გუ­შინ დი­ლას მე­გობ­რებს - ზა­ლი­კო ბერ­გერს და ვა­სი­კო თე­დო­რაშ­ვილს ვე­ლო­დე­ბო­დი. და­მი­რე­კეს, დიდ სა­ცობ­ში ვდგე­ვართ, არ ვი­ცით, რა ხდე­ბა, გვაგ­ვი­ან­დე­ბაო. ისი­ნი სან­რე­მო­დან მო­დი­ოდ­ნენ. მერე აქ, იტა­ლი­ელ­მა ქალ­ბა­ტონ­მა გვი­თხრა, რომ გე­ნუ­ა­ში ხიდი ჩა­ინ­გრა და შვილს ვერ უკავ­შირ­დე­ბო­და. 

ეს რომ გა­ვი­გე, ძა­ლი­ან ვი­ნერ­ვი­უ­ლეთ, თუმ­ცა, უკვე ვი­ცო­დი, რომ ზა­ლი­კო და ვა­სი­კო სამ­შვი­დო­ბოს იყ­ვნენ. მათ­თან მუდ­მი­ვი კავ­ში­რი მქონ­და.

შემ­დეგ ამ ქალ­ბა­ტო­ნის შვილ­მაც და­რე­კა და თქვა, რომ შე­მოვ­ლი­თი გზით მშვი­დო­ბით დაბ­რუნ­და! ზა­ლი­კო და ვა­სი­კოც შე­მოვ­ლი­თი გზით წა­მო­ვიდ­ნენ. 

ნაც­ვლად 15 წუ­თი­სა, 1 სა­ა­თი შე­ყოვ­ნდნენ. რაც შე­ე­ხე­ბა იტა­ლი­ის მთავ­რო­ბას, ჯერ ვე­რა­ფერს ამ­ბო­ბენ, თუმ­ცა, რო­გორც გა­ვი­გე, ხიდი მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი იყო და მას­ზე სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბი იყო ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი. და­ი­წყე­ბა გა­მო­ძი­ე­ბა. ნან­გრე­ვებ­ში ჯერ კი­დევ ეძე­ბენ ხალ­ხს. იტა­ლი­ას საკ­მა­ოდ კარ­გი, ახალ­გაზ­რდა პრე­მი­ე­რი ჰყავს და ასე არ და­ტო­ვებს ამ უბე­დურ შემ­თხვე­ვას. 

მარ­თლა სა­ში­ნე­ლი რამ მოხ­და. ეს ხიდი მე კარ­გად ვიცი, მას­ზე რამ­დენ­ჯერ გა­დავ­სულ­ვარ, სან­რე­მო­ში რომ მი­დი­ხარ, ეგ ხიდი უნდა გა­ი­ა­რო

წყარო : wyaro
big_banner
არქივი