logo_geo
ტოჩინოშინმა ოძეკის წოდება შეინარჩუნა
- +

22 სექტემბერი. 2018. 12:58

 

ტოჩინოშინმა შემოდგომის ბაშოზე ოძეკის წოდების შენარჩუნება შეძლო. აკი ბაშოს მე-14 დღეს ლევან გორგაძე მაეგაშირა აბის დაუპირისპირდა, რომელსაც აქამდე 2-ჯერ შეხვდა და ორივეჯერ დაამარცა მეტოქე.

 

ქართველს აბისთან მოგება არც ახლა გასჭირვებია. ტოჩიმ მოწინააღმდე შიტატეს ილეთით დაამარცხა. ტოჩინოშინის შემდეგი მოწინააღმდეგე ტაკაიასუ იქნება.

 

ლევანს ფეხის ტერფის ტრავმა აქვს, რაც ბრძოლაში ხელისშემშლელი ფაქტორია, ამიტომაც აკი ბაშოზე შესაბამისს ფორმაში არ იყო.

 

ამ შედეგით ტოჩის მიმდინარე ბაშოზე 8 მოგება და 6 წაგება აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართველს დადებითი ბალანსი აქვს და ოძეკის წოდება შეინარჩუნა.

 

ტოჩის მიმდინარე ბაშოზე ერთი ბრძოლა რჩება, რომლის შედეგიც ქართველის წოდებაზე არ აისახება.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი