ტელეკომპანია „ტაბულას" დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:
„ფრაქციას ქმნიან დეპუტატები. ენმ-ის ფრაქციაში შედის 21 დეპუტატი. (მეორე ფრაქცია 6 კაციანია - ევროპული საქართველოსთვის) დეპუტატების უმრავლესობა ენმ-იდან გამოვიდა. შესაბამისად, ფრაქცია ენმ-ს გადაერქმევა სახელი.
ვინც მიშას პარტიაში დარჩა (4 ფრაქცია ენმ-იდან, 2- მეორე, პატარა ფრაქციიდან), ის ან თავისით გავა, ან გაირიცხება. მიშამ დაითანხმა აზერ სულეიმანოვი როგორც იქნა, და მოაგროვა 6 დეპუტატი ფრაქციის შესაქმნელად.
მარტივია მგონი.
P.S. ლოგიკურად, მიშას პარტია პარლამენტს ბოიკოტს უნდა უცხადებდეს და „ბიძინასთან კოლაბორაციაში" არ შედიოდეს, მაგრამ მიშას თანმიმდევრულობა და ლოგიკა აღარ მოეთხოვება",- წერს ჩერგოლეიშვილი.