logo_geo
წითელი ღვინო ჭარბი წონის წინააღმდეგ
- +

18 იანვარი. 2017. 02:48


 


ყველასათვის ცნობილია, რომ ყოველდღიურად ერთი ჭიქა ღვინის მიღება ძალზედ სასარგებლოა. თუ წითელ მშრალ ღვინოს, სადილის მაგივრად, ძილის წინ ვახშამზე დალევთ, წონის დაკლებაში დაგეხმარებათ. ღვინის მიღების შემდეგ თავს დანაყრებულად იგრძნობთ და ჭამის სურვილი აღარ გაგიჩნდებათ.


გარდა ამისა, ისიც აღსანიშნავია, რომ ღვინის დალევის შემდეგ კალორიები უფრო აქტიურად იწვება. ფრანგი მეცნიერების კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ქალების უმრავლესობა, რომლებიც ყოველდღე მიირთმევდნენ წითელ ღვინოს, ბევრად უფრო გამხდრები იყვნენ, ვიდრე ისინი, ვინც იშვიათად სვამდნენ.


წითელი ღვინო აღიარებულია როგორც ანტიოქსიდანტი, რომელიც ადამიანს გულთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაში ეხმარება.


ცხადია, ძალიან დიდი რაოდენობით ალკოჰოლი ჯანმრთელობისთვის საზიანოა, თუმცა თუ მას ზომიერად, დღეში ერთ ჭიქას მივირთმევთ, შედეგად მუდმივად სასურველ ფორმაში იქნებით.


 

წყარო http://allwine.ge/

 

 

 

 

big_banner
არქივი