logo_geo
პაატა ქურდაძე: ძალიან საინტერესოა ქართული კრიტიკის ფენომენი...
- +

21 იანვარი. 2017. 03:03


 

მწერალი პაატა ქურდაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

 

„ძალიან საინტერესოა ქართული კრიტიკის ფენომენი - მაგალითად აკრიტიკებ რომელიმე ავტორის წიგნს - აუცილებლად გამოხტება ვიღაც და გეტყვის, შენც დახურე და სხვა რამე წაიკითხე რაც მოგწონსო.. ან მაგალითად რომელიმე გადაცემას ან არხს აკრიტიკებ - აუცილებლად გეტყვიან, პულტი იმისთვის არსებობს რომ გადართო და არ უყუროო. ზუსტად იგივეს გეტყვიან ფილმზე, მუსიკაზე... თან წუწუნებენ საქართველოში კრიტიკა არ არსებობსო!..

 

იმაზე აღარფერს ვამბობ, კრიტიკის ობიექტი ყოველთვის ვიღაც მაგარი მამის შვილი, ფანტასტიურ ოჯახში გაზრდილი და ულამაზესი ცოლ ან ქმარ-შვილის პატრონი რომ არის...

 

ამ თემაზე შეკამათებას არ გირჩევთ... ამ საქმის „ექსპერტი" ვარ, უფრო სწორად მსხვერპლი - არა მგონია ჩემზე ხშირად ბევრს მიეღოს ასეთი შენიშვნა და საყვედური.

 

ამიტომაც ვართ ასე - სიძულვილისა და მლიქვნელობის ამარა... შუაში სიცარიელით", -წერს ქურდაძე.


 

big_banner
არქივი