გამოცემა Providr- ი წერს, რომ ობამების ახალი სახლი ვაშინგტონში საქართველოს საელჩოს გვერდით მდებარეობს. ობამებმა სახლი, სულ მცირე, ერთი წლით დაიქირავეს. ვაშინგტონში ისინი უმცროსი ქალიშვილის სწავლის გამო რჩებიან.
სახლის მეზობლად რამდენიმე საელჩოა, მათ შორის - აშშ-ში საქართველოს საელჩო. შენობა, რომელშიც, საელჩოსთან ერთად, საკონსულოც არის განთავსებული, საქართველოს საკუთრება ოფიციალურად 2014 წელს გახდა.