მომღერალ ჯაბა ბოჯგუას დედა, მანანა გვასალია, Facebook-გვერდზე ამაღელვებელ და მძიმე პოსტს წერს საკუთარი შვილის შესახებ, რომელიც უკვე წლებია კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება.
„8 თებერვლის დილა იყო მაშინაც... 10 წლის წინ.... 10 წელია, ზუსტად ვიცი, რომ სიცოცხლე შენს გამო მინდა… 10 წელია, ყოველ წუთს ველოდები შენს გამოჯანმრთელებას… 10 წელია, მინდა, შენი სიყვარულით სავსე თვალები დავინახო….
10 წელია, შენს გულს ვდარაჯობ... 10 წელია, შენ ხარ გათენება ჩემი... მიყვარხარ, დედი..... შენით ვარსებობ და შენით ვსუნთქავ … შენ ხომ ჩემი გულის ძგერის ერთადერთი მიზეზი ხარ...“ - წერს მანანა გვასალია.