logo_geo
ამაღამ „სუკუბები“ - სიძვის დემონები მამაკაცებს გააუპატიურებენ - მითი „სუკუბებისა“ და „ინკუბების“ შესახებ
- +

13 თებერვალი. 2019. 15:35

 

 

დღეს არის ღამე, რომელიც ხუთას წელიწადში ერთხელ დგება, ამ დროს დედამიწაზე ჩამოდიან ქალი ამორძალები, მათსუკუბებიანუ სიძვის დემონები ჰქვიათ და მამაკაცებს ძილში აუპატიურებენ“, - წერია ფბ-გვერდზე „წერილი ბრმებზე - თვალხილულთა ჭკუის სასწავლებლად“.

 

არსებობს ლეგენდები, რომელთა დაჯერება ძნელია, თუმცა, ამბავი რომელზეც ახლა  გიამბოთ, მართლაც წარმოუდგენელია, თუმცა, როგორც უცხოელები ამბობენ, რეალური ისტორიაა.

 

სიძვის დემონები, რომლებიც ადამიანის სექსუალური ენერგიით იკვებებიან და ადამიანთან სექსუალურ კავშირს ამყარებენ, დიახ, ეს მართლა ხდება და ამ არსებებს სუკუბები და ინკუბები ეწოდებათ.

 

ინკუბები არიან მამრობითი სქესის სიძვის დემონები, სუკუბები კი - მდედრობითი სქესის. როგორც წესი, ისინი ხშირად მოქმედებენ ღამე, სხვადასხვა მდგომარეობაში. მსგავსი არსებების მოქმედებას ახასიათებს საკუთარი ნიშნები. პირველ შემთხვევაში ეს ხდება მთვლემარე მდგომარეობაში, როდესაც ადამიანი არ არის ღრმა ძილში, მაგრამ არც ფხიზლობს.

 

მეორე შემთხვევა კი პრაქტიკულად ადამიანის პარალიზებაა. ამ დროს ადამიანს არ ძალუძს, წინააღმდეგობა გაუწიოს ზემოხსენებულ ქმნილებას. ამგვარი სქესობრივი აქტის დროს ადამიანი განიცდის უსაზღვრო სიამოვნებას. თავისთავად ინკუბის და სუკუბის თავდასხმა არ შეიძლება ჩაითვალოს გაუპატიურებად და სექსუალურ ძალადობად, იმიტომ რომ ძალიან ფაქიზები არიან ადამიანთა გრძნობებისა და სურვილების მიმართ, ისინი ხშირად იმ სახეს იღებენ, როგორსაც მსხვერპლი ითხოვს ქვეშეცნეულად, მალავენ სამყაროს ნაკლოვანებებს და პირდაპირ მსხვერპლის იდეალურ პარტნიორებად ექცევიან ხოლმე.

 

ასევე, მათი თავდასხმისას რთულია მთლიანად დეტალებში მათი დამახსოვრება, ხშირ შემთხვევაში ისინი სხეულის რაღაც ნაწილით ჩანან, თუმცა ბევრია შემთხვევა, როცა დეტალურად აღქმადები ხდებიან. არსებობს მითი იმისა, რომ ინკუბებს შეუძლიათ გაანაყოფიერონ ადამიანი და მის დაბადებას შეუწყონ ხელი, ამ შემთხვევაში იბადებიან ჯადოქრები და მაგები. მითის თანახმად, სწორედ ასეთი განაყოფიერების შედეგად გაჩნდა ცნობილი ინგლისელი ჯადოქარი მერლინი. ამ არსებებზე სხვადასხვანაირი წარმოდგენა აქვთ განსხვავებულ რელიგიებში და ხალხებში.

 

 მაგ: არდათი - სემიტური წარმომავლობის სუკუბი.

 

ბრუქსა - პორტუგალიურ მითოლოგიაში სუკუბი.

 

ბქუთამი - ეროტიული სული, ინკუბი, ამყარებენ კავშირს ინდუს მდედრობითი სქესის წარმომადგენელ ადამიანებთან.

 

ვეშჩინა - ქალი დემონი, რომელიც ხშირ შემთხვევაში ამყარებს კავშირს ახალგაზრდა ბიჭებთან.

 

განდარი - ინკუბი, სისხლის მწოველი.

 

ასევე გადმოცემის თანახმად ითვლება, რომ სუკუბები და ინკუბები გადემონებული დაცემული ანგელოზები არიან.

 

აი, ასეთია ლეგენდა სიძვის დემონებზე, წარმოუდგენელი, დაუჯერებელი, მაგრამ მაინც არსებული.

 

 

 

big_banner
არქივი