logo_geo
პერუში ორსართულიან ავტობუსში ხანძრის შედეგად 20 ადამიანი გარდაიცვალა
- +

1 აპრილი. 2019. 11:34

 

პერუს დედაქალაქ ლიმაში, ორსართულიან ავტობუსში ხანძარს 20 ადამიანი ემსხვერპლა. Reuters-ის ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად სხეულის დაზიანება რვა ადამიანმა მიიღო.

 

თვითმხილველების განცხადებით, ცეცხლი თავდაპირველად ავტობუსის ძრავში გაჩნდა და მთელ ავტობუსზე სწრაფად გავრცელდა. ავტობუსი მთლიანად დაიწვა.

 

ცეცხლის ჩასაქრობად რვა სახანძრო ბრიგადა გამოიძახეს. ცეცხლის ლიკვიდაციის შემდეგ მეხანძრეებმა თქვეს, რომ ავტობუსს ცეცხლმაქრები და უსაფრთხოების აღჭურვილობა არ ჰქონდა.

 

ლიმას მერმა პირობა დადო, რომ ავტობუსის მფლობელებს დასჯის.

 

 

 

big_banner
არქივი