logo_geo
ვლადიმირ ზელენსკი: მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა უნდა დაუბრუნონ
- +

2 აპრილი. 2019. 14:15

 

 

„მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა უნდა დაუბრუნონ“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატმა ვლადიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.

 

„მიყვარს საქართველო, ულამაზესი ქვეყანაა, თბილი ხალხით და გემრიელი სამზარეულოთი. თუმცა, საქართველოში ჩასვლა ცოტა საშიშია, წონაში ვიმატებ, იქიდან ყოველთვის +4 კილო ჩამოვდივარ.

 

რაც შეეხებ მიხეილ სააკაშვილს, ჩამოვიდეს. ჩემი აზრით, სააკაშვილი ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს, რადგან საერთაშორისო არენაზე იცავს უკრაინულ დემოკრატიას და ქვეყნის ინტერესებს. ამაზე მეტყველებს მისი ყველა ქმედება.

 

ჩემი აზრით, ის სერიოზული დიპლომატია და ნებისმიერი პოლიტიკოსისთვის მნიშვნელოვანი მრჩეველია. ასეთი ადამიანის დახმარება ფასდაუდებელია.

 

მე თანამდებობებით არ ვვაჭრობ, ჩვენ მოვაწყვეთ კენჭისყრა და ბევრმა ადამიანმა თქვა – სააკაშვილმა მაღალი თანამდებობა უნდა დაიკავოს უკრაინის ხელისუფლებაში. თუ მას ჩამოართვეს მოქალაქეობა, ვფიქრობ, უნდა დაუბრუნონ“, - განაცხადა ვლადიმირ ზელენსკიმ. (თარგმანი „რუსთავი 2“)

 

შეგახსენებთ, უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების  პირველ ტურში (ბიულეტენთა 97 პროცენტის შედეგებით) ვლადიმირ ზელენსკიმ ხმათა 30.24 პროცენტი მიიღო, მოქმედმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ 15.92 პროცენტი, „ბატკივშინას“ ლიდერმა იულია ტიმოშენკომ 13.39 პროცენტი. 

 

 

big_banner
არქივი