ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„კომუნისტების ბნელ პერიოდში რაიკომის მდივანი დამემუქრა - პარტიიდან გაგრიცხავო!
არ ვარ პარტიის წევრი-მეთქი!
ჯერ მიგიღებ და მერე გაგრიცხავო!
ახლა დოდონას ფანები მემუქრებიან - პროფესორი კიზირია დაგბლოკავსო!
არ მყავს ქალბატონი დოდონა მეგობრებში-მეთქი!
ჯერ დაგიმატებს და მერე დაგბლოკავსო!
ვახ, თქვენი... შეიძლება, ადამიანმა მთელი ცხოვრება შიშში გაატარო?!" - წერს ზედელაშვილი.