logo_geo
ირაკლი ზარქუა მამუკა მდინარაძეს: შენ შეძელი გვარამიას ბეჭებზე დაგდება!
- +

7 თებერვალი. 2017. 01:25



„ქართული ოცნების" წევრი ირაკლი ზარქუა სოციალური ქსელში მამუკა მდინარაძის და ნიკა გვარამიას დებატებს ეხმაურება:


„ეს დღეები, სამწუხაროდ, ვერ ვახერხებდი მედიაში გაშუქებული თემების თვალყურის დევნებას და დღეს ვნახე იმ სამარცხვინო და ამაზრზენი გადაცემის ჩანაწერი, სადაც მამუკა მდინარაძეს, როგორ ლაჩრულად ეჭრება გადაცემის მსვლელობისას და შეურაცხყოფას აყენებს სტუმარს, ეს გაკაპასებული და სასოწარკვეთილი გვარამია. რაც არ უნდა განსხვავებული ხედვა და აზრი გქონდეს სტუმართან მიმართებაში, ვინ გაძლევს შენ უფლებას, რომ შეურაცხყოფა მიაყენო და სტუდიის დატოვებისკენ მოუწოდო. ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა, ნაც-ნაპროკურორალ გვარამიას რეალური სახე, მიზანი და ამოცანა, რომ რამენაირად ოპონენტი წყობიდან გამოიყვანოს და მოგონილი სისულელეებით დებატები წააგებინოს. თუმცა, გვარამიას და მისთანების რეალური სახე დიდი ხანია იცის საზოდოებამ და ამაზე ბევრს არ ვილაპარაკებ. მე უფრო ის მაინტერესებს, რატომ დუმს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია?! რატომ არ აკეთებენ სხვა მედია წარმომადგენლები გვარამიას ამ ამაზრზენ გამოხტომაზე კომენტარს? სად არიან NGO-შნიკები ვინც ადამიანის უფლებებს იცავენ და მედიის „განვითარებაზე ზრუნავენ"... ეს არის მედია-სტანდარტი?! ასე უნდა ვესაუბროთ მოწვეულ სტუმრებს საკუთარ არხზე და გადაცემებში?! სასოწარკვეთილი გვარამიას ეს გამოხტომა მისაღებია თქვენთვის და სამაგალითო? და, თუ განსხვავებული შეხედულების ხართ მაშინ კეთილი ინებეთ და პოზიცია დააფიქსირეთ, რომ ამგვარი ქმედება და გამოხტომა ჟურნალისტისგან თუ არხის მმართველისგან მიუღებელია და გმობთ. აი, მაშინ ჩავთვლი რომ მედია სწორი მიმართულებით ვითარდება...

 

P.S. ყოჩაღ მამუკა, შენ შეძელი სასოწარკვეთილი გვარამიას მშიდად, გაწონასწორებულად, არგუმენტირებულად და დამაჯერებლად ბეჭებზე დაგდება. ეს მხოლოდ რჩეულთა ხვედრია", - წერს ზარქუა.


 

big_banner
არქივი