logo_geo
ბაია ამაშუკელი „რუსთავი 2“-ზე: საპატრიარქოს 25 000 000 როგორ ყელზე ადგათ ამდენ ხანს
- +

16 თებერვალი. 2017. 12:10



პუბლიცისტი ბაია ამაშუკელი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„ეს დღეები, ხსნებული მოვლენების გამო, ტელეკომპანიისადმი ჩემი დიდი სიძულვილის მიუხედავად, „რუსთავი 2"-ის მაყურებლად ვიქეცი. მსგავსი სულითა და ხორცით მახინჯები, არც ერთ პაროდიულ გადაცემასა და შოუში არ მინახავს. საპატრიარქოს 25 000 000 როგორ ყელზე ადგათ ამდენ ხანს. ეგრევე „თავისუფლების ინსტიტუტის" მთელ იდეოლოგიურ ფრთას, იმავე „რესპუბლიკელებს", რომელთაც, მათი ფრთის ქვეშ მყოფი „საზმაუ"-ს 41 000 000 არსადროს გაუპორტესტებიათ. რომელი უფრო საჭირო საქმეს აკეთებს ქვეყნისთვის -„საზმაუ" თუ საქართველოს სამოციქულო ეკლესია, რომელიც ერს ერთსქესიანთა ქორწინების, გეი-აღლუმების უზნეობა-უვარგისობას უხსნის და ოჯახის, ტრადიციისა და სამშობლოს სიყვარული სადარაჯოზე დგას?" - წერს ბაია ამაშუკელი.




 

big_banner
არქივი