logo_geo
ირაკლი კობახიძე: ოპოზიცია ჩქარობს ციანიდის საქმესთან დაკავშირებით და ამ სიჩქარეში უშვებს შეცდომებს
- +

21 თებერვალი. 2017. 21:54



საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ოპოზიცია ჩქარობს ციანიდის საქმესთან დაკავშირებით და ამ სიჩქარეში უშვებს შეცდომებს. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, თითოეული მოქალაქე დაინტერესებულია სასიცოცხლოდ, რომ მომხდართან დაკავშირებით სიმართლე გაირკვეს და ეს სიმართლე გახდეს ყველასთვის ცნობილი. კობახიძე ყველას ურჩევს, გამოძიების დასრულებას დაელოდოს.


„ოპოზიცია ჩქარობს ციანიდის საქმესთან დაკავშირებით და ამ სიჩქარეში უშვებს შეცდომებს. შეცდომაა ის, რომ ოპოზიციამ დააყენა მთავარი პროკურორის გადადგომის მოთხოვნა. ისინი გარკვეულები რომ იყვნენ გამოძიების დეტალებში, დარწმუნებული ვარ, ასეთ მოთხოვნას არ დააყენებდნენ. არც მე ვარ გარკვეული დეტალებში, ყველა უნდა დაველოდოთ გამოძიებას და მას შემდეგ, რაც გაირკვევა დეტალები, მაშინ უნდა გავაკეთოთ შეფასებები იმაზე, თუ ვინ აკეთებს პასუხისმგებლიან და უპასუხისმგებლო განცხადებებს. ვინ ჩქარობს და ვინ - არა.

 

სიჩქარე მხოლოდ ავნებს გამოძიებას. ნაჩქარევი განცხადებები არ არის სწორი. მოვუწოდებ ყველას, არ გააკეთონ ნაჩქარევი განცხადებები არც პროკურატურასთან და არც სხვა რამესთან მიმართებაში. მთავარია გაირკვეს სიმართლე და დარწმუნებული ვარ, რომ მას შემდეგ, რაც ბოლომდე მივა გამოძიება, გვეცოდინება ყველაფერი",- განაცხადა კობახიძემ.


 

big_banner
არქივი