logo_geo
თემურ ხაჩიშვილი: ბოკერია სასტიკად არბევდა ზვიადისტებს
- +

27 ნოემბერი. 2019. 13:26

 

„მხედრიონში“ ჩამოყალიბდნენ, რომლის ხელმძღვანელიც მე გახლდით, პირველ რიგში – გიგა ბოკერია, ასევე ძმები რურუები, მამა-შვილი გაბაშვილები და სხვები. სწორედ ეს ადამიანები წარმოადგენდნენ „მხედრიონის“ იმ მანკიერ მხარეს, რასაც საზოგადოება გმობდა“, - ამის შესახებ შსს-ს ყოფილმა მინისტრმა და „მხედრიონის“ ყოფილმა ხელმძღვანელმა თემურ ხაჩიშვილმა განაცხადა.

 

„მე არ მსმენია პატიოსანი და, იმავდროულად, ფულიანი არც „მხედრიონელი“, არც ზვიადისტი. პირადად მე - მრავალი წლის განმავლობაში მნიშვნელოვან თანამდებობაზე ვიმუშავე, თუმცა, როგორც ხედავთ, ჩემი მატერიალური მდგომარეობა უმწვავესია იმ ფონზე, როცა უღირსი „მხედრიონელები“ ფულის შოვნაზე იყვნენ ორიენტირებულნი და დღეს უზრუნველად ცხოვრობენ.

 

პირველი პოლიტიკური წრთობა მათ ზვიად გამსახურდიას კანონიერი ხელისუფლების წინააღმდეგ ქმედებებში მიიღეს. მაგალითად, ბოკერია სასტიკად არბევდა ზვიადისტებს, მან პირადად დააპატიმრა თბილისში ზვიადისტების მხარდასაჭერად ჩამოსული რუსი დისიდენტი ვალერია ნოვოდვორსკაია... ვაცნობიერებ, რომ მეც მეკისრება ამ დარბევების გამო პასუხისმგებლობა, როგორც „მხედრიონის“ ხელმძღვანელს...“ - განაცხადა თემურ ხაჩიშვილმა.

 

 

 

big_banner
არქივი