logo_geo
ინგლისში სატვირთოში ნაპოვნი ყველა ცხედარი ვიეტნამში გადაასვენეს
- +

30 ნოემბერი. 2019. 17:25

 

დიდ ბრიტანეთში სატვირთო მანქანაში აღმოჩენილი 39 ცხედარი ვიეტნამში გადაასვენეს. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters ავრცელებს.

 

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა ინფორმაციით, 27 ნოემბერს ვიეტნამში 16 ცხედარი, 30 ნოემბერს კი 23 ცხედარი გადაასვენეს.

 

23 ოქტომბერს დიდ ბრიტანეთში სატვირთო მანქანის კონტეინერში​ 31 კაცისა და 8 ქალის ცხედარი იპოვეს. მანქანა ესექსის საგრაფოში ბელგიიდან ჩავიდა. მიგრანტები ვიეტნამიდან იყვნენ. პოლიციამ მანქანის მძღოლ მორის რობინსონს მკვლელობაში ბრალი წაუყენა.

 

გამოძიებას აწარმოებს როგორც ბრიტანული ასევე ვიეტნამური მხარე. ვიეტნამში სამართალდამცველებმა 10 ადამიანი, დიდ ბრიტანეთში კი 3 ადამიანი დააკავეს.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი