logo_geo
ლონდონის ხიდზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო
- +

1 დეკემბერი. 2019. 11:27

 

ლონდონის ხიდზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა რადიკალურმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. ბრიტანეთის პოლიციის ინფორმაციით, თავდამსხმელი 28 წლის უსმან ხანი იყო, რომელიც 2012 წელს ტერორიზმთან კავშირის ბრალდებით იხდიდა სასჯელს. ის ციხიდან 2018 წელს გაათავისუფლეს, თუმცა მასზე „ელექტრონული სამაჯურის“ საშუალებით მონიტორინგი ხორციელდებოდა.

 

შეგახსენებთ, რომ ინციდენტი ლონდონის ხიდზე 29 ნოემბერს მოხდა. დანით შეიარაღებული მამაკაცი გამვლელებს დაესხა თავს, რის შედეგადაც დაიღუპა 2 და დაიჭრა 3 ადამიანი. თავდამსხმელს ადგილზე მისულმა სამართალდამცავებმა ესროლეს, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა. პოლიციამ თავდასხმა ტერორისტულ აქტად შეაფასა.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი