logo_geo
დონალდ ტრამპი იმპიჩმენტზე: ეს სხვა პრეზიდენტს აღარ უნდა დაემართოს, ილოცეთ!
- +

18 დეკემბერი. 2019. 18:02

 

 

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებისთვის ემზადება. დებატები 6 საათის მანძილზე გაგრძელდება. ხმის მიცემის შემდეგ პროცესი აშშ-ის სენატში გადაინაცვლებს.

 

იქამდე, დონალდ ტრამპმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დემოკრატები გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მას არაფერი დაუშავებია.

 

„თქვენ გჯერათ, რომ დღეს ჩემი იმპიჩმენტი მოხდება რადიკალი მემარცხენეების მიერ? ნურაფერს გააკეთებთ დემოკრატებო, მე ცუდი არაფერი გამიკეთებია! რა საშინელებაა! წაიკითხეთ ჩანაწერები. ეს სხვა პრეზიდენტს აღარ უნდა დაემართოს. ილოცეთ!“ - დაწერა ტრამპმა.

 

შეგახსენებთ, დონალდ ტრამპს ძალაუფლება ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებენ. იმპიჩმენტის მომხრეების თქმით, ტრამპი უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის ზეწოლას ახდენდა და სთხოვდა, პოლიტიკური მოწინააღმდეგის, ჯო ბაიდენისა და მისი შვილის წინააღმდეგ კორუფციის საქმეზე გამოძიება დაეწყო.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი