ნიუ-იორკის, ლონდონისა და მილანის შემდეგ, დამაგვირგვინებელი მოდის კვირეული, ტრადიციულად, პარიზში იმართება. ის ოთხკვირიან fashion-მარათონს ასრულებს და, როგორც წესი, ყველაზე მდიდრულია. პარიზის მოდის კვირეული 24 თებერვალს დაიწყო და 3 მარტამდე გაგრძელდება.
საფრანგეთის დედაქალაქში იმყოფება დიზაინერი ანუკი არეშიძეც, რომელიც „ინსტაგრამის“ პირად გვერდზე მოდის სამყაროს ყველაზე „ცხელი წერტილიდან“ ფოტოებს და ვიდეოებს გვიზიარებს