logo_geo
დიდ ბრიტანეთში 70 წელს გადაცილებული პირები თვითიზოლაციაში გადავლენ
- +

16 მარტი. 2020. 10:20

 

 

„კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად დიდ ბრიტანეთში 70 წელს გადაცილებულ ყველა მოქალაქეს თვითიზოლაციაში გადასვლა მოუწევს“, - ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა მეთ ჰენკოკმა განაცხადა.

 

მისი თქმით, პირებს, რომლებიც აღნიშნულ ასაკობრივ კატეგორიას განეკუთვნებიან, უახლოეს პერიოდში მოუწოდებენ, რომ „დიდი ხნის განმავლობაში“ დარჩნენ სახლში.

 

დღეიდან კი ქვეყანაში მცხოვრებ ხანდაზმულ მოქალაქეებს საზოგადოებასთან კომუნიკაციის დროს 2-მეტრიანი დისტანციის დაცვა მოუწევთ.

 

შეგახსენებთ, დიდი ბრიტანეთში ახალი კორონავირუსით კიდევ 14 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 35-ს მიაღწია. ვირუსით დაინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რიცხვი კი - 1 372-ია.

 

 

big_banner
არქივი