logo_geo
კორონავირუსის გამო ევროპაში უზარმაზარი საცობები შეიქმნა
- +

18 მარტი. 2020. 17:38

 

 

კორონავირუსის პანდემიის გამო დაკეტილმა საზღვრებმა უზარმაზარი საგზაო საცობები წარმოშვა. ზოგიერთი მათგანი 50კმ-ს აღწევს.

 

გიგანტური საცობებია გერმანიის, ლიეტუვის, ჩეხეთის, ხორვატიის, ბელგიის და სხვა ქვეყნების საზღვრებზე.

 

საზღვრებზე გადაადგილების შეზღუდვის გადაწყვეტილება ბევრმა ქვეყანამ მიიღო. პოლონეთმა ბელარუსთან საზღვარზე გადაადგილება შეაჩერა. დანიამ, სლოვენიამ, უკრაინამ და ლიეტუვამ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვრები დაკეტეს. ჩეხეთმა და უნგრეთმა საერთოდ დაკეტეს საზღვრები.

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი