ინგრედიენტები
ვაშლატამა - 3 ცალი
მწვანე ჩაის პაკეტი - 2 ცალი
შაქარი - 0,5 ჭიქა
წყალი - 250 მლ
მომზადების წესები
გავრეცხოთ ვაშლატამა და დავჭრათ თხელ, მოგრძო ნაჭრებად. წყალი ჩავასხათ ქვაბში, დავუმატოთ შაქარი და ვადუღოთ 5 წთ. შემდეგ ჩავდოთ ჩაის პაკეტები, დაჭრილი ხილი და დავაფაროთ თავსახური. შევფუთოთ ჩაის ტილოთი და გავაჩეროთ, სანამ ბოლომდე გაცივდება. შემდეგ გადავწუროთ, ჩავასხათ ჭიქებში და დავუმატოთ ყინული.