ქეთი მელუა საქართველო წითელი ჯვრის საზოგადოების დასახმარებლად ონლაინ-კონცერტს გამართავს. ამის შესახებ ბრიტანეთში მოღვაწე ქართველმა მუსიკოსმა Facebook-ზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
„ამ უცნაურ პერიოდში ვცდილობდი მომეფიქრებინა, თუ რა შეიძლება გავაკეთო, რომ ვინმეს გამოვადგე და გადავწყვიტე საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას შევუერთდე, რომლებმაც საქართველოში ახალი კორონავირუსის კრიზისის დროს შთამბეჭდავად იმუშავეს“, - ამბობს მელუა.
მან მსმენელებს სთხოვა მიეწერათ რომელი სიმღერების მოსმენა უნდათ. კონცერტი 27 ივნისს გაიმართება. მის ნახვას პირდაპირ ეთერში ამ ბლუმზე შეძლებთ. კონცერტის მიზანი საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების შესახებ ცნობიერების ამაღლებაა.