logo_geo
შენგელია მოედანს „ბარსელონასთან“ დაუბრუნდა
- +

2 ოქტომბერი. 2020. 01:35

 

 

 

ევროლიგის ახალი სეზონი თორნიკე შენგელიამ და ცსკა-მ „ბარსელონასთან“ გასვლითი მატჩით გახსნეს და 66:76 დამარცხდნენ.

 

ცსკა-ს შემადგენლობაში ჩვეულად ვერ გაისარჯნენ გამთამაშებლები, თუმცა ჩვეულად ბევრი იბრძოლა თორნიკე შენგელიამ და საკუთარ გუნდში ბომბარდირიც გახდა: 33 წუთი, 15 ქულა (6-დან 4 ორქულიანი, 4-დან 1 სამიანი, 4-დან 4 საჯარიმო), 5 მოხსნა, 3 პასი, 1 დაფარება.

 

მატჩის ბომბარდირობა ბარსელონელმა ბრენდონ დევისმა იკისრა – 18 ქულა, ერთით ნაკლები ჰქონდა ნიკოლა მიროტიჩს.

 

მოსკოვური გუნდი ევროლიგაზე მომდევნო მატჩს 8 ოქტომბერს შინ ისრაელის „მაკაბისთან“ ჩაატარებს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი