logo_geo
ფილიპ რიკერი თურქეთში ვიზიტისას კავკასიის რეგიონში შექმნილ ვითარებას განიხილავს
- +

3 ოქტომბერი. 2020. 09:59

 

 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საკითხთა ბიუროს უფროსი ფილიპ რიკერი თურქეთში ჩავა. ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

 

უწყების ცნობით, ფილიპ რიკერის ვიზიტი ანკარასა და სტამბოლში 3-5 ოქტომბერს შედგება.

 

როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია აღნიშნული, ელჩი რიკერი თურქ კოლეგებთან ერთად აშშ-სა და ნატო-ს მოკავშირე თურქეთს შორის ურთიერთობების გაძლიერების, ასევე აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვასა და კავკასიაში შექმნილ ვითარებას განიხილავს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი