logo_geo
სომხეთში კორონავირუსის 181 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
- +

5 ოქტომბერი. 2020. 13:33

 

 

 

 

სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 181 ადამიანს დაუდასტურდა. ამასთან, გასული დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 38 პაციენტი, შვიდი ინფიცირებული კი, გარდაიცვალა. ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

5 ოქტომბრის მდგომარეობით, სომხეთში პანდემიის დაწყებიდან დღემდე, კორონავირუსის სულ 52 677 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 44 710 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

 

რაც შეეხება ლეტალურ შემთხვევებს, სომხეთში კოვიდ-ინფიცირებული 1 306 პაციენტი გარდაიცვალა, მათგან 302 ინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად „სხვა დაავადებები“ დასახელდა.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი