ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით 102 წლის მოხუცი მკურნალობს, რომელიც ხანდაზმულთა სახლში დაინფიცირდა. კლინიკის სამედიცინო დირექტორის ნოდარ მაღლაფერიძის განცხადებით, მოხუცის მდგომარეობა სტაბილურია.
ამავე კლინიკაში ერთი და ორი თვის ჩვილები კორონავირუსის დიაგნოზით მკურნალობენ.
„ამ ეტაპზე კლინიკაში 76 პაციენტი გვყავს, საიდანაც 10 ახალია. 4 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია და მართვით სუნთქვაზე იმყოფება. 11 პაციენტის მდგომარეობა - მძიმე, დანარჩენების მდგომარეობა კი საშუალო სიმძიმის არის. ასევე გვყავს ერთი და ორი თვის ჩვილებიც“, - აღნიშნა ნოდარ მაღლაფერიძემ.