logo_geo
დათო ხუჯაძე: „სახეს“ დაშლის მიზეზი არც კამათი ყოფილა და არც წყენა
- +

1 აპრილი. 2017. 17:14


 

„ამ ქვეყანაში რაც გავაკეთეთ, ჩვენი  ძალების მაქსიმუმი იყო", - განაცხადა ჯგუფ „სახეს" ყოფილმა წევრმა, მომღერალმა დათო ხუჯაძემ ჟურნალ „სარკესთან" საუბრისას.

 

„სახე" 1997 წელს გამოჩნდა და თითქოს მოულოდნელად სხვა გალაქტიკაში ამოვყავით თავი. ამ მოგონებებს ჩემს ცხოვრებაში საკმაოდ დიდი ადგილი უჭირავს. ის ინერცია, რომლითაც მაშინ წამოვედი, დღემდე მომყვება. ჩვენს სიმღერებს ის ბავშვებიც კი მღერიან, რომლებიც მაშინ დაბადებულებიც არ იყვნენ. თავის დროზე მათ მშობლებს ისე შევაყვარეთ ჩვენი სიმღერები, რომ შემდეგ უკვე შვილებს შეაყვარეს. ჩვენ უბრალოდ პიკს მივაღწიეთ და რომ არ დავშლილიყავით, შესაძლოა, ჩვენს სახელს რაღაც დაჰკლებოდა. ამ ქვეყანაში რაც გავაკეთეთ, ჩვენი  ძალების მაქსიმუმი იყო. ჩვენი დაშლის მიზეზი არც კამათი ყოფილა და არც წყენა. პოლიტიკითაც მაშინ დავინტერესდი, როცა ჯგუფი უკვე დაშლილი იყო. სოლო კარიერა დავიწყე და მოსკოვშიც მალევე წავედი. ჯგუფის გამო ჩვენს შორის წყენა არასდროს ყოფილა, თორემ ჩხუბს არც დღეს ვაკლებთ ერთმანეთს. ნოტების, დიეზის და ბემოლის გამო მაშინაც ერთმანეთს ვხოცავდით და დღესაც ასე ვართ", - აღნიშნა დათო ხუჯაძემ




 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი