დიდი ბრიტანეთის ქალაქ ბრისტოლის წყლის ფილტრაციის ნაგებობაში მომხდარ აფეთქებას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა და ერთი დაშავდა. აფეთქება კომპანია Wessex Water-ის კუთვნილ შენობაში მოხდა. ამის შესახებ euronews.com იუწყება.
პოლიციის ინფორმაციით, აფეთქება მყარი ბიოლოგიური ნივთიერებების საცავში მოხდა. აფეთქებას ტერაქტთან კავშირი არ ჰქონია.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა და საგანგებო სამსახურებს ოპერატიული რეაგირებისთვის მადლობა გადაუხადა.
ამჟამად მომხდარის გამოძიება მიმდინარეობს.