logo_geo
„ჯოან როულინგი - ერთადერთი მილიარდერი, რომელიც ქველოქმედებით მილიონერად იქცა!“
- +

4 აპრილი. 2017. 22:50



17 წლის ასაკში, ის არ მიიღეს კოლეჯში.


25 წლის ასაკში, დაეღუპა დედა.


26 წლის ასაკში მუცელი მოეშალა.


27 წლის ასაკში გათხოვდა. ქმარი მოძალადე აღმოჩნდა, ხშირად სცემდა. მიუხედავად ამისა, მისგან შვილი მაინც გააჩინა.


28 წლის ასაკში განქორწინდა და იტანჯებოდა მწვავე დეპრესიისგან.


29 წლის ასაკში, ის იყო თავშესაფარში მცხოვრები მარტოხელა დედა.


30 წლის ასაკში, თვითმკვლელობის ზღვარზე იყო.


მაგრამ...ერთ დღესაც, მთელი თავისი ემოციები მიმართა საქმის კეთებისკენ. და ეს საქმე იყო, წერა.


დაწერა წიგნი, მაგრამ ყველა გამომცემელმა უარი უთხრა წიგნის გამოქვეყნებაზე. ბოლოს ერთ პატარა გამომცემლობას მიაკითხა. გამომცემელი დაკავებული იყო და წიგნი წასაკითხად თავის გოგონას მისცა. ბავშვი ისე დაინტერესდა ამბის გაგრძელებით, რომ მამას ძალიან სთხოვა წიგნი აუცილებლად გამოექვეყნებინა.


31 წლის ასაკში გამოქვეყნდა მისი პირველი წიგნი.


35 წლისას, ის უკვე 4 წიგნის ავტორი იყო.


42 წლისამ, წიგნის გამოშვების პირველივე დღესვე გაყიდა, წიგნის 11 მილიონი ეგზემპლარი.


ის ერთადერთი მილიარდერია, რომელმაც ქველმოქმედებაში იმდენი დახარჯა, რომ მილიონერად იქცა.



ფოტოზე: ჯოან როულინგი ბავშვობაში.


P.S. ის პატარა საგამომცემლო კომპანია, რომელმაც როულინგს „ჰარი პოტერის" გამოქვეყნებაზე უარი არ უთხრა, დღეს, ბრიტანეთის ყველაზე დიდი საგამომცემლო კომპანიაა. მიუხედავად, იმისა, რომ როულინგს შეეძლო თანამშრომლობა დიდ საგამომცემლო კომპანიებთან გაეგრძელებინა, ის დღემდე რჩება ამ გამოცემის ერთგული. როგორც ამბობს, მისი ცხოვრების ერთ-ერთი დევიზია: „არასდროს უკბინო ხელს, რომლითაც ჭამ".

 

წყარო: www.facebook.com


 

big_banner
არქივი