საშობაო ალილო წელს განსხვავებულად აღინიშნება ქუთაისშიც.
სასულიერო პირები ქალაქის ცენტრში, დავით აღმაშენებლის სახელობის ეკლესიასთან შეიკრიბნენ, ნობათები შეაგროვეს და დღის მანძილზე საშობაო ალილოს ფონზე ქუჩებს მოივლიან. შეგროვილ ნობათს კი მოხუცთა თავშესაფარსა და ბავშვთა სახლებს დაურიგებენ.