logo_geo
ტოჩინოშინი ოკინოუმისთან დამარცხდა
- +

11 იანვარი. 2021. 12:39

 

ჰაცუ ბაშოს მეორე დღეს დამარცხდა ლევან გორგაძე, რომელიც წლის პირველ სუპერტურნირზე მე-4 მაეგაშირას სტატუსით გამოდის.

 

ტოჩინოშინის მეტოქე 35 წლის მე-5 მაეგაშირა ოკინოუმი იყო. მძლავრი შეჯახების შემდეგ ოკინოუმიმ კომფორტული პოზიცია მოიპოვა და იორიკირის ილეთით გაიყვანა ქართველი დოჰიოდან. მათ შორის ურთიერთშეხვედრებში ანგარიში გათანაბრდა 9:9

 

ორი საშეჯიბრო დღის შემდეგ ლევან გორგაძის ბალანსი 1:1-ზეა. ხვალ მისი მეტოქე უძლიერესი მებრძოლი,​ სეკივაკე ტერუნოფუჯი იქნება, რომელიც ბაშოს ერთ-ერთ ფავორიტად მიიჩნევა და ურთიერთშეხვედრებშიც ლევანთან დიდი უპირატესობა აქვს – 10:2.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი