logo_geo
ანჯელინა ჯოლი ისევ ქორწილისთვის ემზადება...
- +

14 აპრილი. 2017. 21:43


 

ბრეტ პიტთან შვიდთვიანი განშორების შემდეგ ანჯელინა ჯოლი ქორწინებისთვის ემზადება. ამის შესახებ უცხოური ყვითელი მედია რამდენიმე დღეა აქტიურად წერს. მისი რჩეული ბრიტანელი ფილანტროპი და მილიონერია, რომლის ვინაობაც ჯერჯერობით უცნობია.


მათ ერთმანეთი ჯერ კიდევ 2016 წელს საერთო მეგობრებისგან გაიცნეს. მათი ურთიერთობა სწრაფად განვითარდა და ანჯელინას ერთი სული აქვს, როდის გაჰყვება მას ცოლად.


ამბობენ, რომ ანჯელინამ გადაწყვიტა თავის რჩეულს ბავშვები გააცნოს. ეს ხმები ბრეტ პიტსაც მიუვიდა და ის გაბრაზებულია, რადგან მისი შვილები სხვა კაცთან უნდა გაიზარდონ, ხოლო მას ჯერ კიდე არ შეუძლია შვილებთან დროის გატარება.


უნდა აღინიშნოს, რომ ანჯელინა ჯოლი ბრეტ პიტთან ოფიციალურ დაშორებას ჩქარობს.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი