ზლატან იბრაჰიმოვიჩი საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებს. ინფორმაცია ოფიციალურად მას შემდეგ დადასტურდა, რაც შვედეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, იან ანდერსენმა, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის 24-კაციანი შემადგენლობა დაასახელა, რომელშიც სუპერფორვარდიც შეიყვანა.
„ღმერთი დაბრუნდა“, - ასე გამოეხმაურა აღნიშნულ ფაქტს 39 წლის ფორვარდი საკუთარ სოციალურ ქსელებში.
შვედეთის ნაკრები თავის პირველ მატჩს საქართველოს წინააღმდეგ 25 მარტს „Friends Arena“-ზე გამართავს.